დეტალური ინფორმაცია

ნაშრომი
II ტომი
სათაური
ვინაობის არ სუფიქსი ქართულ ენაში
ტექსტის ტიპი
სტატია
პუბლიკაციის ენა
ქართული
პირველი პუბლიკაცია
ჟურნალი "განათლება", № 1, 1918, გვ. 21-26.
ბოლო პუბლიკაცია
ა. შანიძე, თხზულებანი, ტ. II, თბილისი, 1981, გვ. 32-36.
ანოტაცია
ვინაობის ანუ სადაურობის გამოსახატავად მხოლოდ ორი სუფიქსი მოგვეპოება: ­ელ, როცა ადამიანზე ვლაპარაკობთ, და ­ურ, როცა საუბარი დანარჩენ საგნებს ეხება (დისიმილაციის გამო ­ურ სუფიქსის ნაცვლად ხშირად სუფიქსი ­ულ გვაქვს ხოლმე). ამ ორ ჩვეულებრივ სუფიქსს გარდა, ვინაობის აღსანიშნავად (სახელდობრ, ადამიანის ვინაობის გამოსახატავად) გვაქვს კიდევ ერთი იშვიათი სუფიქსი ­არ, რომლის საშუალებით მხოლოდ რამდენიმე სიტყვა გვაქვს ნაწარმოები. როგორც ირკვევა, ეს -არ წარმოშობით ჭანურ-მეგრული სუფიქსია რომელიც ჭანურს მთლიანად დაუკარგავს და რომლის დაკარგვა უკვე დაუწყია მეგრულსაც, ქართულ ენას კი შემოუნახავს რამდენსამე ნასესხებ სიტყვაში: ოდიშ-არ-ი, სომხით-არ-ი, ოპიზ-არ-ი, ოლთის-არ-ი, ვიკიხ-არ-ი და მტბევ-არ-ი.
საკვანძო სიტყვები
ვინაობის სუფიქსი, -არ სუფიქსი, ქართველური ენები, მეგრულ-ჭანური ენა
კორპუსული გამოცემის ავტორები
გიორგი ჯღარკავა, თინათინ ჯიქურაშვილი
ავტორ(ებ)ი

აკაკი შანიძე

ფაილები

ვინაობის -არ სუფიქსი.pdf

ვინაობის -არ სუფიქსი. Book.pdf

ნაშრომების სია