ჩვენ შესახებ
სტუდენტური სამეცნიერო პროექტი
„აკაკი შანიძის ციფრული ბიბლიოთეკა და ტექსტკორპუსი“

2017 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული სტუდენტური პროექტის „აკაკი შანიძის ციფრული ბიბლიოთეკა და ტექსტკორპუსი“ მიზანი იყო, ერთი მხრივ, თანამედროვე ციფრულ ეპოქაში აკაკი შანიძის შრომების ელექტრონული სახით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ამით თავიანთი საგანმანათლებლო ამოცანების შესრულებაში შესაბამისი დარგის სტუდენტების დახმარება, მეორე მხრივ, აკაკი შანიძის სამეცნიერო შრომების ტექსტურ მონაცემთა ბაზის შექმნით ქართული სამეცნიერო მეტაენის კორპუსლინგვისტური კვლევების განვითარების ხელშეწყობა.


პროექტის ფარგლებში 2017 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ელენე ლურსმანაშვილმა, გიორგი ჯღარკავამ, მარიამ აბესაძემ, სალომე გეგეჭკორმა, შოთა პაპავამ გააციფრულეს, ტექსტურ ფორმატში დაამუშავეს და მეტაინფორმაციით აღჭურვეს აკაკი შანიძის ძირითადი სამეცნიერო შრომები. დამუშავებული ტექსტების საფუძველზე ციფრული ბიბლიოთეკისა და ტექსტკორპუსის შექმნაზე იმუშავა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა სპეციალობის სტუდენტმა მანველ კლოიანმა, რომელმაც შექმნა სპეციალური კომპიუტერული პროგრამა (კორპუსის მენეჯერი), რომელიც უზრუნველყოფს აკაკი შანიძის შრომებში სხვადასხვა ტიპის ძიებას.


პროექტის ფარგლებში შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები: ა) ტექსტების ელექტრონული ვერსიის შექმნა კოდირების საერთაშორისო სტანდარტის (UNICODE) შესაბამისად. ბ) ტექსტის შიდასტრუქტურული დამუშავება რეფერენციის თვალსაზრისით. გ) ტექსტის დამუშავება მეტამონაცემების თვალსაზრისით (ტექსტთან მიმართებით რელევანტური მეტამონაცემების საგანგებო ბაზაში შეტანა, რათა მომხმარებელს კორპუსის მასალების რელევანტური ნიშნების მიხედვით მოძებნა გაუადვილდეს).


პროექტის ფარგლებში შექმნილ ვებგვერდზე განთავსებულია, როგორც აკაკი შანიძის ძირითადი სამეცნიერო შრომების ციფრული ვერსიები, ისე სხვა მასალაც აკაკი შანიძის შესახებ. აკაკი შანიძის სამეცნიერო ნაშრომების ტექსტკორპუსი კი შესაძლებლობას იძლევა მოძიებულ იქნეს სიტყვა ან ფრაზა სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით.

პროექტის კონსულტანტები:
დარეჯან თვალთვაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კონცეფციის ავტორი)
ლიანა ლორთქიფანიძე,ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკუკლტეტის ასისტენტ-პროფესორი (მორფოლოგიური ანალიზატორის ავტორი)

პროექტის კოორდინატორი: თინათინ ჯიქურაშვილი, თსუ ქართული ენის სასწავლო- სამეცნიერო ინსტიტუტის აკაკი შანიძის სახელობის ძველ ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ორიონის“ ლაბორანტი.




თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდით აკადემიკოს მზექალა შანიძეს, თსუ ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას და მის ხელმძღვანელს, ბ-ნ ზურაბ გაიპარაშვილს , თსუ გამომცემლობის ხელმძღვანელს, ქ-ნ თამარ ებრალიძეს , გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორს, ქ-ნ ნინო კაკულიას , თსუ მუზეუმის ხელმძღვანელს, ქ-ნ მაია გურაბანიძეს და უფროს სპეციალისტს ალექსანდრე მარუაშვილს, აკაკი შანიძის სახელობის ძველ ქართულ ხელნაწერთა შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „ორიონის“ მკვლევარს, ქ-ნ მარინე ოდიკაძეს , სტუდენტური პროექტის – „ელექტრონული ქართველოლოგიური ბიბლიოთეკა ახალგაზრდების ეფექტური და ხელმისაწვდომი განათლებისთვის“ – ხელმძღვანელებს: ლინდა გიორგაძეს, დიანა კაკაშვილსა და სანდრო ცხვედაძეს.

მადლობას ვუხდით თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ტექნიკური დახმარებისათვის.