კორპუსის გამოყენების წესები
ნაშრომების ძიებათქვენთვის საინტერესო ნაშრომის ძიებისთვის მენიუდან უნდა აირჩიოთ ველი „ნაშრომები“. ამ შემთხვევაში გაიხსნება ახალი ფანჯარა, სადაც დაგხვდებათ ნაშრომების ჩამონათვალი. თუ თქვენ დააწკაპებთ ტექსტის სათაურს, გამოჩნდება მეტამონაცემები მონიშნული ტექსტის შესახებ (ტექსტის ავტორი, პირველი და ბოლო პუბლიკაცია, საკვანძო სიტყვები, მოკლე ანოტაცია ნაშრომის შესახებ). ტექსტის გადმოსაწერად მეტამონაცემების ბოლოს დართული ფაილებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ფაილის ფორმატი და დააწკაპეთ.
ნაშრომების ძიება შესაძლებელია აგრეთვე ველიდან „ძებნა“, სადაც უნდა ჩაწეროთ სასურველი სიტყვა, რომელსაც, შესაძლოა, სათაური შეიცავდეს, ან მითითებული იყოს რომელიმე სტატიის საკვანძო სიტყვად. ამ შემთხვევაში თქვენ შეძლებთ მოიძიოთ სტატია არამხოლოდ ზუსტი სათაურის, არამედ თემატიკის მიხედვითაც. მოძიებული სტატიები გამოჩნდება ეკრანზე და თქვენ შეძლებთ მათი მეტამონაცემების ნახვასა და გადმოწერას.
ძებნა კორპუსში
კორპუსში ძიება შესაძლებელია ოთხი მახასიათებლის მიხედვით: პირველ ველში – „სიტყვა“ – მიუთითეთ თქვენთვის საინტერესო სიტყვათშეთანხმება, მეორე ველში კი – „როგორ მოვძებნოთ?“ – აირჩიეთ შესაბამისი ველი: სიტყვა იწყება, სიტყვა მთავრდება, სიტყვა შეიცავს, ზუსტი სიტყვა. შემდეგ დააწკაპეთ მარჯვენა მხარეს, ღილაკს „ძებნა“. შედეგად ეკრანზე გამოჩნდება სტატიები, სადაც თქვენ მიერ მითითებული სიტყვა მოიძებნა, ასევე, თითოეული სტატიის გასწვრივ მითითებული იქნება, თუ რამდენი თქვენთვის საინტერესო ფორმა დადასტურდა კონკრეტულ სტატიაში. მითითებული სიტყვა მონიშნული იქნება განსხვავებული ფერით. სათაურზე დაწკაპებით მარტივად შეძლებთ ცალკეულ სტატიებზე გადასვლას და ვრცელი კონტექსტების ნახვას. თუ თქვენ დააწკაპებთ ტექსტში მოცემულ რომელიმე სიტყვას, გამოჩნდება ფანჯარა, რომელშიც მოცემულია მონიშნული სიტყვის გრამატიკული მახასიათებლები (სიტყვის ნორმირებული ფორმა და მორფოსინტაქსური ნიშნები). გაითვალისწინეთ, რომ კორპუსის საანალიზო ინსტრუმენტები დახვეწის პროცესშია და შესაძლოა ანოტირება შეიცავდეს უზუსტობებს.