დეტალური ინფორმაცია

ნაშრომი
სათაური
გიორგი მთაწმიდლის ენა იოვანეს და ეფთვიმეს ცხოვრების მიხედვით
ტექსტის ტიპი
გამოკვლევა
პუბლიკაციის ენა
ქართული
პირველი პუბლიკაცია
ძველი ქართული ენის ძეგლები: 3, გიორგი მთაწმიდლის ენა იოვანეს და ეფთვიმეს ცხოვრების მიხედვით, თბილისი, 1946.
ბოლო პუბლიკაცია
ძველი ქართული ენის ძეგლები: 3, გიორგი მთაწმიდლის ენა იოვანეს და ეფთვიმეს ცხოვრების მიხედვით, თბილისი, 1946.
ანოტაცია
გიორგი მთაწმინდელის "იოანეს და ექვთიმეს ცხოვრება" ა. შანიძეს დახასიათებული აქვს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. კერძოდ, გამოკვლევაში იგი გიორგი მთაწმიდლის ენას ახასიათებს ორთოგრაფიის, ფონეტიკის, მორფოლოგიის, სინტაქსის მიხედვით; გაამალიზებულია ბერძნული სიტყვების გადმოცემისა და ლექსიკის საკითხი. დასკვნის სახით კი ა. შანიძე წერს: "გ. მთაწმიდლის თხზულების ენის თავისებურებათა განხილვა გვიჩვენებს, რომ ქართ. სალიტერატურო ენაში დაწყებულია შემობრუნება ძველი ქართულიდან ახალი ქართულისაკენ. კლასიკური ქართულის ძეგლებზე აღზრდილი, ის ცდილობს ძველი სალიტერატურო ქართულის უკანასკნელი პერიოდის (IX-Xსს.) ნორმების მიხედვით წეროს, მაგრამ ვერ ახერხებს, თავი დაახწიოს ცოცხალი ენის ძლიერ გავლენას. ეს გავლენა თავს იჩენს ყველგან: ფონეტიკურ საკითხებში, სახელთა ბრუნებასა და ზმნის უღლებაში, სინტაქსურ მოვლენებსა და სიტყვების შერჩევაში; ერთი სიტყვით, ძეგლიდან ჩანს, რომ ქართული სალიტერატურო ენა შემდგარია ახალ გზაზე, მაგრამ ის ჯერ კიდევ თავისუფალია ელინოფილური მიმართულებისაგან, რომელმაც შემდეგში მიმღეობიანი გამონათქმები და მიუმართავი ფორმების ძიება შემოიტანა. აი ეს განსაზღვრავს გ. მთაწმიდლის ადგილს ქართ. სალიტერატურო ენის განვითარების ისტორიაში: „ცხოვრებაჲ იოვანესი და ეფთჳმესი“ უეჭველად საშუალი ქართულის დასაწყისი პერიოდის ნიშნებს ატარებს".
საკვანძო სიტყვები
გიორგი მთაწმინდელი, გიორგი მთაწმიდლის ენა, იოანე ათონელი, ექვთიმე ათონელი
კორპუსული გამოცემის ავტორები
შოთა პაპავა, თინათინ ჯიქურაშვილი
ავტორ(ებ)ი

აკაკი შანიძე

ფაილები

გიორგი მთაწმიდლის ენა.pdf

ნაშრომების სია